---
title: "მუხლი 56. ინფორმაციის/განმარტების მოთხოვნისა და მიღების უფლება — საჯარო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/56"
law: "საჯარო შესყიდვების შესახებ"
article: "56"
identifier: "matsne 5714621"
adopted: "2023-02-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 56. ინფორმაციის/განმარტების მოთხოვნისა და მიღების უფლება — საჯარო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო შესყიდვების შესახებ, მუხლი 56 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/56

1. ეკონომიკურ ოპერატორს უფლება აქვს, შემსყიდველ ორგანიზაციას მოსთხოვოს და მიიღოს ინფორმაცია/განმარტება შესყიდვის პირობებსა და საჯარო შესყიდვის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

2. შემსყიდველი ორგანიზაციისთვის ინფორმაციის/განმარტების მოთხოვნა შესაძლებელია როგორც შესყიდვის პირობებით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციის საკონტაქტო პირის, ისე ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

3. შემსყიდველი ორგანიზაციისთვის ინფორმაციის/განმარტების მოთხოვნისთვის ელექტრონულ სისტემაში იქმნება კითხვა-პასუხის მოდული. ამ მოდულით სარგებლობის წესი, აგრეთვე შემსყიდველი ორგანიზაციისთვის ინფორმაციის/განმარტების მოთხოვნის წესი დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
თავი IX
შერჩევა-შეფასება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/55.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/57.md
