---
title: "მუხლი 57. ზოგადი წესი — საჯარო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/57"
law: "საჯარო შესყიდვების შესახებ"
article: "57"
identifier: "matsne 5714621"
adopted: "2023-02-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 57. ზოგადი წესი — საჯარო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო შესყიდვების შესახებ, მუხლი 57 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/57

1. შემსყიდველი ორგანიზაცია კანდიდატებს/პრეტენდენტებს აფასებს შესყიდვის პირობებით განსაზღვრული სპეციფიკაციებისა და შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, ამ კანონითა და სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით.

2. თუ განაცხადი/წინადადება მოთხოვნილ ინფორმაციას სრულყოფილად ან საერთოდ არ შეიცავს და კანდიდატის/პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის პირდაპირი საფუძველი არ არსებობს, შემსყიდველი ორგანიზაცია მოსთხოვს მას განაცხადის/წინადადების გონივრულ ვადაში, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით დაზუსტებას. განაცხადის/წინადადების დაზუსტებით არ უნდა დაირღვეს გამჭვირვალობისა და თანასწორი მოპყრობის პრინციპები. განაცხადის/წინადადების დადგენილ ვადაში დაუზუსტებლობა ან არასრულყოფილად დაზუსტება კანდიდატის/პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველია.

3. დაუშვებელია კანდიდატისთვის/პრეტენდენტისთვის საჯარო შესყიდვის პირობებით გაუთვალისწინებელი ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება პირდაპირ არის განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობით. დაუშვებელია კანდიდატისთვის/პრეტენდენტისთვის შესყიდვის პირობებით გაუთვალისწინებელი გარემოების ხარვეზად ჩათვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი ხარვეზად ჩათვლა პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/56.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/58.md
