---
title: "მუხლი 65. საჯარო შესყიდვის უშედეგოდ დასრულება ან შეწყვეტა — საჯარო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/65"
law: "საჯარო შესყიდვების შესახებ"
article: "65"
identifier: "matsne 5714621"
adopted: "2023-02-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 65. საჯარო შესყიდვის უშედეგოდ დასრულება ან შეწყვეტა — საჯარო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო შესყიდვების შესახებ, მუხლი 65 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/65

1. საჯარო შესყიდვა, რომელშიც არცერთი განაცხადი/წინადადება არ ყოფილა წარდგენილი, შეუმდგარად მიიჩნევა.

2. საჯარო შესყიდვა, რომელშიც ყველა კანდიდატმა/პრეტენდენტმა დისკვალიფიკაცია მიიღო ან შემსყიდველმა ორგანიზაციამ საკმარისი რაოდენობის კანდიდატები ვერ შეარჩია, უარყოფითი შედეგით დასრულებულად მიიჩნევა.

3. შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესყიდვის ხელშეკრულების/ ჩარჩოშეთანხმების დადებამდე ნებისმიერ დროს შეიძლება შეწყვიტოს საჯარო შესყიდვის მიმდინარეობა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზების გამო, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, რაც უნდა დასაბუთდეს.
თავი X
შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადება,
მასში ცვლილების შეტანა და მისი შესრულება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/64.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/66.md
