---
title: "მუხლი 69. შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების კონტროლი — საჯარო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/69"
law: "საჯარო შესყიდვების შესახებ"
article: "69"
identifier: "matsne 5714621"
adopted: "2023-02-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 69. შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების კონტროლი — საჯარო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო შესყიდვების შესახებ, მუხლი 69 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/69

1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია გააკონტროლოს შესყიდვის ხელშეკრულების შესრულება.

2. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდვის ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი დაავალოს როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომელს ან თანამშრომელთა ჯგუფს, ისე ნებისმიერ სხვა პირს.

3. შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების კონტროლის პირობები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

4. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს ელექტრონულ სისტემაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/68.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/70.md
