---
title: "მუხლი 7. მონეტარული ზღვრები — საჯარო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/7"
law: "საჯარო შესყიდვების შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 5714621"
adopted: "2023-02-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. მონეტარული ზღვრები — საჯარო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო შესყიდვების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/7

1. მონეტარული ზღვარი არის დადგენილი წესით დაწესებული ფინანსური ზღვარი, რომელიც განსაზღვრავს საჯარო შესყიდვის განსახორციელებლად გამოსაყენებელ საჯარო შესყიდვის პროცედურებს, ვადებსა და მოთხოვნებს.

2. მონეტარული ზღვრები დგინდება ევროკავშირის შესაბამისი სამართლებრივი აქტებით, რომელთა მიხედვითაც ეს ზღვრები აისახება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებაში.

3. თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია, გამოიყენება ამ კანონის 33-ე და 54-ე მუხლებით განსაზღვრული მონეტარული ზღვრები.

4. დაუშვებელია საჯარო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა მონეტარული ზღვრების შესაბამისი საჯარო შესყიდვის პროცედურებისა და ვადების გამოყენებისა და კანონით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულებისთვის თავის ასარიდებლად.
თავი II
გამონაკლისები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/8.md
