---
title: "მუხლი 70. შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებები — საჯარო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/70"
law: "საჯარო შესყიდვების შესახებ"
article: "70"
identifier: "matsne 5714621"
adopted: "2023-02-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 70. შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებები — საჯარო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო შესყიდვების შესახებ, მუხლი 70 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/70

1. შესყიდვის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია გაითვალისწინოს პირგასამტეხლო ან/და მოითხოვოს საბანკო გარანტია.

2. საბანკო გარანტიის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს.

3. თუ შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულება 200 000 ლარზე ნაკლებია, საბანკო გარანტიის მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, საჯარო შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე, რაც უნდა დასაბუთდეს.

4. წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკური ოპერატორი შესაძლებელია გათავისუფლდეს საბანკო გარანტიის წარდგენისგან.

5. ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში საბანკო გარანტიის მოთხოვნის სავალდებულოობა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − მისი განსხვავებული ზღვარი დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

6. თეთრ სიაში რეგისტრირებული ეკონომიკური ოპერატორი საბანკო გარანტიას წარადგენს ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.

7. საბანკო გარანტიის მოთხოვნისა და წარდგენის დეტალური წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1057 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/69.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/71.md
