---
title: "მუხლი 74. საჯარო შესყიდვაში უცხო ქვეყნის ეკონომიკური ოპერატორის მონაწილეობა — საჯარო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/74"
law: "საჯარო შესყიდვების შესახებ"
article: "74"
identifier: "matsne 5714621"
adopted: "2023-02-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 74. საჯარო შესყიდვაში უცხო ქვეყნის ეკონომიკური ოპერატორის მონაწილეობა — საჯარო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო შესყიდვების შესახებ, მუხლი 74 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/74

საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ეკონომიკურ ოპერატორებსაც უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებულ საჯარო შესყიდვებში, როგორც ძირითადმა ეკონომიკურმა ოპერატორებმა, დამოუკიდებლად ან საქართველოში რეგისტრირებულ ეკონომიკურ ოპერატორებთან ერთად, აგრეთვე − როგორც ქვეკონტრაქტორებმა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/73.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/75.md
