---
title: "მუხლი 75. საიდუმლო ინფორმაციის დაცვა — საჯარო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/75"
law: "საჯარო შესყიდვების შესახებ"
article: "75"
identifier: "matsne 5714621"
adopted: "2023-02-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75. საიდუმლო ინფორმაციის დაცვა — საჯარო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო შესყიდვების შესახებ, მუხლი 75 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/75

1. თუ შესყიდვის ხელშეკრულება მოიცავს სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებულ ინფორმაციას, შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის პირობებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთა შესრულებაც აუცილებელია ასეთი ინფორმაციის დასაცავად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეკონომიკურ ოპერატორს, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში – ქვეკონტრაქტორსა და სხვა ეკონომიკურ ოპერატორს, რომლის შესაძლებლობებსაც ეყრდნობა ეკონომიკური ოპერატორი ამ კანონის 63-ე მუხლის შესაბამისად, უნდა ჰქონდეთ სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებულ ინფორმაციასთან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, შესაბამისი დაშვება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/74.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/76.md
