---
title: "მუხლი 77. დისკვალიფიკაციის დამატებითი საფუძვლები — საჯარო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/77"
law: "საჯარო შესყიდვების შესახებ"
article: "77"
identifier: "matsne 5714621"
adopted: "2023-02-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 77. დისკვალიფიკაციის დამატებითი საფუძვლები — საჯარო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო შესყიდვების შესახებ, მუხლი 77 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/77

1. შემსყიდველი ორგანიზაცია, გარდა ამ კანონის 58-ე მუხლით გათვალისწინებული დისკვალიფიკაციის საფუძვლებისა, კანდიდატის/პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ახდენს, თუ არსებობს უფლებამოსილი სამართალდამცავი ორგანოს/სასამართლოს ინფორმაცია, რომ კანდიდატი/პრეტენდენტი ან პირი, რომელიც არის მისი მმართველი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რწმუნებული ან პირი, რომელსაც უფლება აქვს, შვილობილი საწარმოს საქმიანობაში ეკონომიკურ ოპერატორს წარმოადგენდეს, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაშია ბრალდებული.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისკვალიფიკაციის საფუძვლები ეხება აგრეთვე:
ა) ეკონომიკური ოპერატორის წევრს, თუ ეკონომიკური ოპერატორი პირთა გაერთიანებაა;
ბ) ქვეკონტრაქტორს – ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
გ) სხვა ეკონომიკურ ოპერატორს, რომლის შესაძლებლობებსაც ეყრდნობა ეკონომიკური ოპერატორი ამ კანონის 63-ე მუხლის შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი სამართალდამცავი ორგანოსგან/სასამართლოსგან ინფორმაციის მოთხოვნისა და მიღების წესი დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია აგრეთვე სააგენტოსთვის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/76.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/78.md
