---
title: "მუხლი 81. დავის განმხილველი ორგანოები — საჯარო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/81"
law: "საჯარო შესყიდვების შესახებ"
article: "81"
identifier: "matsne 5714621"
adopted: "2023-02-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 81. დავის განმხილველი ორგანოები — საჯარო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო შესყიდვების შესახებ, მუხლი 81 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/81

1. საჯარო შესყიდვასა და „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შერჩევის პროცესთან (შემდგომ ამ თავში – შერჩევის პროცესი) დაკავშირებული დავები შესაძლებელია განიხილოს საბჭომ ან სასამართლომ.

2. ეს თავი ადგენს საჯარო შესყიდვასა და შერჩევის პროცესთან დაკავშირებული დავების საბჭოს მიერ განხილვის წესებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/80.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/82.md
