---
title: "მუხლი 83. საბჭო — საჯარო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/83"
law: "საჯარო შესყიდვების შესახებ"
article: "83"
identifier: "matsne 5714621"
adopted: "2023-02-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 83. საბჭო — საჯარო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო შესყიდვების შესახებ, მუხლი 83 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/83

1. საბჭო არის კანონის საფუძველზე შექმნილი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანო, რომლის მიზანია დავების სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად გადაწყვეტა.

2. საბჭო ყველა ორგანოსგან/პირისგან განცალკევებულია, თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მხოლოდ კანონს ემორჩილება. დაუშვებელია საბჭოზე ან საბჭოს წევრზე ზემოქმედება გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოსახდენად.

3. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ კანონით, საბჭოს რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

4. საბჭოს რეგლამენტი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

5. საბჭოს თავმჯდომარე არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მარტისა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობასა და სააგენტოს წარუდგენს გასული წლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას. მასში მიეთითება სტატისტიკური მონაცემები და მათი ანალიზი, ძირითადი ტენდენციები, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − შესაბამისი წინადადებები საჯარო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწის თაობაზე. ეს ინფორმაცია ქვეყნდება საბჭოს ვებგვერდზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/82.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/84.md
