---
title: "მუხლი 95. ინფორმაციის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა — საჯარო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/95"
law: "საჯარო შესყიდვების შესახებ"
article: "95"
identifier: "matsne 5714621"
adopted: "2023-02-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 95. ინფორმაციის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა — საჯარო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო შესყიდვების შესახებ, მუხლი 95 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/95

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული შესაბამისი უწყებები საქართველოს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენენ დეტალურ ინფორმაციას განსახორციელებელი არასაიდუმლო საჯარო შესყიდვის შესახებ, აგრეთვე წელიწადში არანაკლებ ერთხელ – მოხსენებას საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებით განხორციელებული და მიმდინარე არასაიდუმლო საქმიანობის შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/94.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/96.md
