---
title: "მუხლი 96. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების ზოგადი წესი — საჯარო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/96"
law: "საჯარო შესყიდვების შესახებ"
article: "96"
identifier: "matsne 5714621"
adopted: "2023-02-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 96. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების ზოგადი წესი — საჯარო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო შესყიდვების შესახებ, მუხლი 96 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/96

1. ამ კანონის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, აგრეთვე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების წესი განისაზღვრება ამ მუხლითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

2. საჯარო შესყიდვების სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების ვადა სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, მაგრამ ეს ვადა უნდა იყოს სამართალდარღვევის ჩადენიდან არაუმეტეს 3 წლისა.

3. თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია არ შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და დამრღვევს წერილობითი შენიშვნა მისცეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირი ვალდებულია შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, თუ დამრღვევმა იგივე ქმედება ჩაიდინა ამ პუნქტის საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ წერილობითი შენიშვნის გამოყენებიდან 1 წლის განმავლობაში.

4. საჯარო შესყიდვების სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მიზნებისთვის პასუხისმგებელ პირად მიიჩნევა:
ა) ფიზიკური პირი, რომელმაცშესაბამისი გადაწყვეტილება/ქმედება მიიღო/განახორციელა;
ბ)კოლეგიური ორგანოს წევრი, რომელმაც მხარი დაუჭირა შესაბამისი გადაწყვეტილების/ქმედების მიღებას/განხორციელებას, – თუ გადაწყვეტილება/ქმედება კოლეგიურად იქნა მიღებული/განხორციელებული.
თავი XIV
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4397 – ვებგვერდი, 23.09.2024წ.
საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1687 – ვებგვერდი, 15.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/95.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/97.md
