---
title: "მუხლი 99. ამ კანონის ამოქმედებამდე განხორციელებული/ განსახორციელებელი შესყიდვები — საჯარო შესყიდვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/99"
law: "საჯარო შესყიდვების შესახებ"
article: "99"
identifier: "matsne 5714621"
adopted: "2023-02-09"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 99. ამ კანონის ამოქმედებამდე განხორციელებული/ განსახორციელებელი შესყიდვები — საჯარო შესყიდვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო შესყიდვების შესახებ, მუხლი 99 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/99

1. ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს 2030 წლის 1 იანვრიდან გამოცხადებულ საჯარო შესყიდვებზე.

2. 2030 წლის 1 იანვრამდე გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს და დასრულდეს 2030 წლის 1 იანვრამდე მოქმედი კანონმდებლობით.

3. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია არაუგვიანეს 2029 წლის 1 ნოემბრისა შესაბამის სისტემაში წარადგინოს ამ კანონის მე-100 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ნორმების შესაბამისად შედგენილი წლიური გეგმა. ამ გეგმაში უნდა აისახოს 2030 წლის 1 იანვრიდან გამოსაცხადებელი საჯარო შესყიდვები, აგრეთვე ინფორმაცია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 2029 წლის ნოემბერსა და დეკემბერში გამოსაცხადებელი, 2030 წლის საჯარო შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის/შესყიდვების შესახებ.
საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4397 – ვებგვერდი, 23.09.2024წ.
საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1687 – ვებგვერდი, 15.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/98.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5714621-sajaro-shesqidvebis-shesakheb/100.md
