---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — მიკრობანკების საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/1"
law: "მიკრობანკების საქმიანობის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 5725664"
adopted: "2023-02-22"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მიკრობანკების საქმიანობის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/1

1. ამ კანონის მიზანია საქართველოში მოქმედი მიკრობანკების საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება, მათი განვითარებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა და ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა.

2. მიკრობანკი ვალდებულია თავის საფირმო სახელწოდებასა და სახელშეკრულებო ურთიერთობებში, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღნიშვნის გარდა, გამოიყენოს ტერმინი „მიკრობანკი“.

3. ნებადართულია, მიკრობანკმა თავის სახელწოდებად გამოიყენოს ტერმინი „ბანკი“, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/2.md
