---
title: "მუხლი 10. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება და მისი შედეგები — მიკრობანკების საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/10"
law: "მიკრობანკების საქმიანობის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 5725664"
adopted: "2023-02-22"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება და მისი შედეგები — მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მიკრობანკების საქმიანობის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/10

1. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან ან ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სხვა თარიღიდან.

2. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისთანავე სავალდებულოა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკრობანკის ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის პროცესის დაწყება, გარდა ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან იურიდიულ პირს ეკრძალება ამ ლიცენზიით განსაზღვრული ყოველგვარი საქმიანობის განხორციელება. იურიდიულმა პირმა მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან უმოკლეს ვადაში უნდა შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა ვალდებულება. ამ ვალდებულებების შესრულებამდე იურიდიული პირი ლიცენზირებული მიკრობანკის მსგავსად ემორჩილება მიკრობანკების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

4. მიკრობანკის გადახდისუუნარობისა და გაკოტრების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი თავის მიერ დადგენილი წესით.
თავი III. მნიშვნელოვანი წილის შეძენა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/11.md
