---
title: "მუხლი 15. მოთხოვნები მიკრობანკის კაპიტალისა და რეზერვების მიმართ — მიკრობანკების საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/15"
law: "მიკრობანკების საქმიანობის შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 5725664"
adopted: "2023-02-22"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. მოთხოვნები მიკრობანკის კაპიტალისა და რეზერვების მიმართ — მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მიკრობანკების საქმიანობის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/15

1. საქართველოს ეროვნული ბანკი მიკრობანკს პერიოდულად განუსაზღვრავს მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნებს, მათი დაცვის წესებს, განაღდებული კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალურ ოდენობებს და მათი ფორმირების წესებს.

2. მიკრობანკს არ აქვს უფლება, საქართველოს ეროვნული ბანკისგან წინასწარი წერილობითი თანხმობის მიღებისა და თავის წესდებაში განცხადებული კაპიტალისა და განაღდებული კაპიტალის ცვლილების შესახებ სათანადო შესწორების შეტანის გარეშე შეამციროს განაღდებული კაპიტალი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/16.md
