---
title: "მუხლი 18. მიკრობანკის კომერციულ ბანკად გარდაქმნა — მიკრობანკების საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/18"
law: "მიკრობანკების საქმიანობის შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 5725664"
adopted: "2023-02-22"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. მიკრობანკის კომერციულ ბანკად გარდაქმნა — მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მიკრობანკების საქმიანობის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/18

1. მიკრობანკი უფლებამოსილია შეიცვალოს საქმიანობის საგანი და მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად.

2. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე მიკრობანკი უწყვეტად ახორციელებს ნებადართულ საქმიანობას და მასზე ვრცელდება ამ კანონის მოთხოვნები.

3. საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისთანავე მისი უფლებამონაცვლე ხდება შესაბამისი კომერციული ბანკი.

4. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის მიღების შემთხვევაში მიკრობანკი აგრძელებს საქმიანობას ამ კანონით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/19.md
