---
title: "მუხლი 19. მიკრობანკის გაყოფა ან მიკრობანკების შერწყმა — მიკრობანკების საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/19"
law: "მიკრობანკების საქმიანობის შესახებ"
article: "19"
identifier: "matsne 5725664"
adopted: "2023-02-22"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. მიკრობანკის გაყოფა ან მიკრობანკების შერწყმა — მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მიკრობანკების საქმიანობის შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/19

1. მიკრობანკის გაყოფა (დაყოფა ან გამოყოფა) ან მიკრობანკების შერწყმა (მიერთება ან გაერთიანება) შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკისგან წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ. დაუშვებელია მიკრობანკის ისეთი გაყოფა ან მიკრობანკების ისეთი შერწყმა, რომელიც ამ კანონის მე-16 მუხლს არ შეესაბამება.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განიხილავს მიკრობანკების შერწყმის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/20.md
