---
title: "მუხლი 29. ინფორმაციის/დოკუმენტაციის შენახვ ა — მიკრობანკების საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/29"
law: "მიკრობანკების საქმიანობის შესახებ"
article: "29"
identifier: "matsne 5725664"
adopted: "2023-02-22"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29. ინფორმაციის/დოკუმენტაციის შენახვ ა — მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მიკრობანკების საქმიანობის შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/29

1. მიკრობანკი ვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ვადით შეინახოს მის ნებისმიერ გარიგებასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, კერძოდ:
ა) შუამდგომლობები და სახელშეკრულებო დოკუმენტები, რომლებიც გარიგებას ეხება (მათ შორის, კრედიტთან, გარანტიასა და გირაოსთან დაკავშირებული შეთანხმებები);
ბ) მიკრობანკის პარტნიორების (მათ შორის, მსესხებლებისა და გარანტორების) ფინანსური ჩანაწერები და სხვა დოკუმენტური მოწმობები, რომლებსაც მიკრობანკი გარიგების დამტკიცებისას ეყრდნობა;
გ) გარიგების დამტკიცების შესახებ მიკრობანკის გადაწყვეტილების ხელმოწერილი ჩანაწერი;
დ) საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატივებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.

2. მიკრობანკი ვალდებულია თავისი კლიენტების, აგრეთვე მათ მიერ და მათ ანგარიშებზე განხორციელებული ნებისმიერი ოპერაციის შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შეინახოს არანაკლებ 15 წლის განმავლობაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/30.md
