---
title: "მუხლი 30. გარიგებები დაინტერესებულ პირებთან — მიკრობანკების საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/30"
law: "მიკრობანკების საქმიანობის შესახებ"
article: "30"
identifier: "matsne 5725664"
adopted: "2023-02-22"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. გარიგებები დაინტერესებულ პირებთან — მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მიკრობანკების საქმიანობის შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/30

1. მიკრობანკს ეკრძალება შეღავათიანი პირობებით ადმინისტრატორისთვის, მაკონტროლებელი პირისთვის, მონათესავე საწარმოსთვის ან მასთან დაკავშირებული პირისთვის მიკრობანკის საქმიანობის ფარგლებში ნებისმიერი პროდუქტის მიცემა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევა, სესხის სახეობის, საპროცენტო განაკვეთის, დაფარვის ვადის, უზრუნველყოფის საშუალების, ღირებულებისა და სხვა პირობების მიუხედავად.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს ინტერესთა კონფლიქტის მართვასთან დაკავშირებული საკითხები.
თავი VI. ანგარიშები, ანგარიშგება, აუდიტი და ინსპექტირება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/31.md
