---
title: "მუხლი 31. ფინანსური ანგარიშგება და აუდიტ ი — მიკრობანკების საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/31"
law: "მიკრობანკების საქმიანობის შესახებ"
article: "31"
identifier: "matsne 5725664"
adopted: "2023-02-22"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. ფინანსური ანგარიშგება და აუდიტ ი — მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მიკრობანკების საქმიანობის შესახებ, მუხლი 31 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/31

1. მიკრობანკი და მისი შვილობილი ორგანიზაციები სისტემატურად აწარმოებენ ანგარიშებსა და ჩანაწერებს და ადგენენ წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას, რომლებიც „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS)“ საფუძველზე ზუსტად ასახავს მათ ოპერაციებსა და ფინანსურ მდგომარეობას. ამასთანავე, ისინი იცავენ საქართველოს ეროვნული ბანკის წესების შესაბამის ფორმას, დეტალურობის დონესა და სააღრიცხვო ნორმებს.

2. მიკრობანკის ანგარიშები, ჩანაწერები და ფინანსური ანგარიშგება (როგორც ინდივიდუალური, ისე კონსოლიდირებული) ასახავს მისი შვილობილი ორგანიზაციების ოპერაციებსა და ფინანსურ მდგომარეობას.

3. მიკრობანკი და მისი შვილობილი ორგანიზაციები ვალდებული არიან ყოველწლიურად მოიწვიონ აუდიტორი და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით ჩაატარონ ფინანსური ანგარიშგების აუდიტი.

4. მიკრობანკი ვალდებულია ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დასრულებისთანავე საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს აუდიტორული დასკვნა და გამოაქვეყნოს საქართველოს ეროვნული ბანკის წესებით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგება აუდიტორულ დასკვნასთან ერთად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/32.md
