---
title: "მუხლი 32. ანგარიშგება და ინსპექტირება — მიკრობანკების საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/32"
law: "მიკრობანკების საქმიანობის შესახებ"
article: "32"
identifier: "matsne 5725664"
adopted: "2023-02-22"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. ანგარიშგება და ინსპექტირება — მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მიკრობანკების საქმიანობის შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/32

1. მიკრობანკი საქართველოს ეროვნულ ბანკს მის მიერ დადგენილი წესითა და ფორმით წარუდგენს ანგარიშგებას, რომელშიც ასახულია როგორც მიკრობანკის, ისე მისი შვილობილი ორგანიზაციების ორგანიზაციულ-საგანმკარგულებლო საქმიანობა, საოპერაციო საქმიანობა, ლიკვიდურობა, გადახდისუნარიანობა და მოგებიანობა მიკრობანკისა და მისი შვილობილი ორგანიზაციების ფინანსური მდგომარეობის ერთობლივად და ცალ-ცალკე შეფასების მიზნით. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებისთვის მიკრობანკი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს აგრეთვე შესაბამის ანგარიშგებას. ამ ანგარიშგების ფორმა, ხარისხი და წარდგენის ვადა განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეამოწმოს მიკრობანკი და მისი შვილობილი ორგანიზაციები, განახორციელოს ინსპექტირება როგორც ადგილზე შემოწმებით, ისე დისტანციური ზედამხედველობით, ასევე განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების, ანგარიშგების კომპონენტებისა და სხვა მასალების აუდიტი როგორც ინდივიდუალურად, ისე კონსოლიდირებულად. საქართველოს ეროვნული ბანკისთვის სრულად უნდა იყოს ხელმისაწვდომი მიკრობანკის ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, მიკრობანკის აქციონერების, სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის წევრებისა და თანამშრომლების შესახებ მონაცემები და დოკუმენტები.
თავი VII. საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ზომები და სანქცია (ფულადი ჯარიმა)

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/33.md
