---
title: "მუხლი 36. დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის წესი — მიკრობანკების საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/36"
law: "მიკრობანკების საქმიანობის შესახებ"
article: "36"
identifier: "matsne 5725664"
adopted: "2023-02-22"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36. დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის წესი — მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მიკრობანკების საქმიანობის შესახებ, მუხლი 36 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/36

დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში აღინიშნება:
ა) დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის საფუძვლები;
ბ) დროებითი ადმინისტრატორის (ადმინისტრატორების) სახელი (სახელები) და გვარი (გვარები);
გ) დროებითი ადმინისტრაციის მოქმედების ვადა;
დ) გაფრთხილება მიკრობანკის კლიენტთა სახსრების შესაძლო გაყინვის შესახებ;
ე) ზომები, რომლებიც გამოიყენება ადმინისტრატორების მიმართ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/37.md
