---
title: "მუხლი 38. დროებითი ადმინისტრაციის გაუქმება — მიკრობანკების საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/38"
law: "მიკრობანკების საქმიანობის შესახებ"
article: "38"
identifier: "matsne 5725664"
adopted: "2023-02-22"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38. დროებითი ადმინისტრაციის გაუქმება — მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მიკრობანკების საქმიანობის შესახებ, მუხლი 38 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/38

1. დროებითი ადმინისტრაცია უქმდება:
ა) მისი მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, რის შესახებ ინფორმაციაც ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“;
ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის დასაბუთებული გადაწყვეტილებით;
გ) მიკრობანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში, თუ, დროებითი ადმინისტრატორის დასკვნით, მიზანი − მიკრობანკის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღება − ვერ მიიღწევა.

2. დროებით ადმინისტრატორს უფლება აქვს, მიკრობანკის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისთვის ნებისმიერ მომენტში განახორციელოს მიკრობანკში არსებული ფიზიკური პირებისა და იურიდიული პირების ფულადი სახსრების მთლიანად ან ნაწილობრივ ბლოკირება დროებითი ადმინისტრაციის მოქმედების ვადით, იმ პირობით, რომ მიკრობანკი მიიღებს მათი სტაბილურობის შესანარჩუნებლად აუცილებელ ზომებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/39.md
