---
title: "მუხლი 41. გარდამავალი დებულებანი — მიკრობანკების საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/41"
law: "მიკრობანკების საქმიანობის შესახებ"
article: "41"
identifier: "matsne 5725664"
adopted: "2023-02-22"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41. გარდამავალი დებულებანი — მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მიკრობანკების საქმიანობის შესახებ, მუხლი 41 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/41

1. 2024 წლის 1 იანვრამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად განაცხადის წარდგენის შემთხვევაში მას მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან არაუგვიანეს 2 წლისა არ უნდა ერიცხებოდეს დაგირავებული აქტივები, გარდა ლიკვიდურობის მხარდაჭერისთვის საჭირო საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ინსტრუმენტებისა. ამ პერიოდში მიკრობანკებს ლიკვიდურობის კოეფიციენტისთვის განსხვავებული ინდივიდუალური მოთხოვნა განესაზღვრებათ:
ა) იმ მიკრობანკს, რომლის დაგირავებული აქტივების სააქციო კაპიტალთან თანაფარდობის კოეფიციენტი მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მიღების მომენტში 90 პროცენტზე მეტია, დეპოზიტების მოზიდვის უფლება არ ექნება;
ბ) იმ მიკრობანკს, რომლის დაგირავებული აქტივების სააქციო კაპიტალთან თანაფარდობის კოეფიციენტი მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მიღების მომენტში 90 პროცენტზე ნაკლებია, დეპოზიტების მოზიდვის უფლება ექნება იმ პირობით, რომ დაგირავებული აქტივების კოეფიციენტი დეპოზიტების მოზიდვის უფლების მიღებიდან არაუგვიანეს 1 წლისა 50 პროცენტზე ნაკლები იქნება, ხოლო არაუგვიანეს 2 წლისა ნული გახდება.

2. 2024 წლის 1 იანვრამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად განაცხადის წარდგენისას მიკრობანკის საკრედიტო პორტფელის არანაკლებ 50 პროცენტისა უნდა შედგებოდეს სამეწარმეო მიზნით გაცემული სესხებისგან ან/და იმ სესხებისგან, რომელთა დაფარვის წყაროც სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალია, ხოლო მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან არაუგვიანეს 2 წლისა მიკრობანკი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს.

3. საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები გამოსცეს 2023 წლის 1 ივლისამდე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/42.md
