---
title: "მუხლი 8. ლიცენზირების პროცედურების გამარტივების განსაკუთრებული შემთხვევები — მიკრობანკების საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/8"
law: "მიკრობანკების საქმიანობის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 5725664"
adopted: "2023-02-22"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. ლიცენზირების პროცედურების გამარტივების განსაკუთრებული შემთხვევები — მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მიკრობანკების საქმიანობის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/8

1. უცხოური ბანკის შვილობილი კომპანიის ლიცენზირება შეიძლება გამარტივებული წესით განხორციელდეს, თუ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი არის „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იმ განსაკუთრებულად სანდო ბანკის შვილობილი კომპანია, რომელსაც აქვს ცნობადობის მაღალი დონე, კარგი რეპუტაცია, მაღალი საკრედიტო რეიტინგი, ფინანსურ სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება, მდგრადი ფინანსური მაჩვენებლები და გამჭვირვალობის მაღალი დონე.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი სანდო უცხოური ბანკის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის ხელშეწყობის მიზნით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უცხოური ბანკის შვილობილ კომპანიას ინდივიდუალურად განუსაზღვრავს მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ჩამონათვალს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5725664-mikrobankebis-sakmianobis-shesakheb/9.md
