---
title: "მუხლი 1 — საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/1"
law: "საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 5738590"
adopted: "1992-08-20"
consolidated_as_of: "1992-08-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1 — საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ

> Text consolidated as of 1992-08-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 1992-08-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/1

ეს დეკრეტი ადგენს იმ ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესს, რომელიც წარმოიშობა შრომითი ხელშეკრულებით (კონტრაქტით, შეთანხმებით) მომუშავე პირებსა და საწარმოს, დაწესებულების ორგანიზაციის ადმინისტრაციას შორის შრომის კანონმდებლობის, კოლექტიური ხელშეკრულებისა და შრომის შესახებ სხვა შეთანხმებების გამოყენების საკითხებზე, აგრეთვე აწესრიგებს მუშაკისათვის შრომის ახალი პირობების დადგენას ან არსებული პირობების შეცვლას. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციად ითვლება ორგანო, რომელსაც კანონმდებლობით აკისრია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ოპერატიული მართვის ფუნქციები, მიუხედავად მათი სახეობისა, საკუთრებისა და მეურნეობრიობის ფორმისა (ხელმძღვანელი და მისი მოადგილეები, საწარმოს საბჭო, გამგეობა ან სხვა ორგანო, რომელსაც დელეგირებული აქვს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მართვის უფლება).
ამ დეკრეტით დადგენილი შრომითი დავის განხილვის წესი არ ვრცელდება დავაზე, რომელიც ეხება საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მოქალაქეთა სხვა გაერთიანებების მუშაკთა ხელფასიანი თანამდებობიდან ამრჩევი ორგანოს გადაწყვეტილებით ვადამდე გათავისუფლებას.
მოსამართლეების, პროკურორების, მათი მოადგილეებისა და თანაშემწეების, აგრეთვე პროკურატურის გამომძიებლების თანამდებობიდან დათხოვნის მიზეზების ფორმულირებისა და თარიღის შეცვლის, სხვა სამუშაოზე გადაყვანის, დისციპლინური სასჯელის დადების საკითხებზე შრომითი დავის განხილვის თავისებურებანი განისაზღვრება კანონმდებლობით.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/2.md
