---
title: "მუხლი 11 — საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/11"
law: "საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 5738590"
adopted: "1992-08-20"
consolidated_as_of: "1992-08-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11 — საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ

> Text consolidated as of 1992-08-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 1992-08-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/11

დაინტერესებულ მუშაკს ან ადმინისტრაციას შეუძლია გაასაჩივროს შრომითი დავის კომისიის გადაწყვეტილება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტში, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით,  21-ე მუხლის მე-3 პუნქტით და 22-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან უშუალოდ სასამართლოში მათთვის კომისიის გადაწყვეტილების პირის ჩაბარებიდან ათი დღის ვადაში.  ამ ვადის გაშვება არ არის განცხადების მიღებაზე უარის თქმის საფუძველი. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტს, აგრეთვე სასამართლოს, თუ საპატიოდ ჩათვლიან, შეუძლიათ აღადგინონ ეს ვადა და დავა განიხილონ არსებითად.
თუ მოდავეთაგან ერთ-ერთი მხარე არ ეთანხმება შრომითი დავის კომისიის გადაწყვეტილებას და მიმართავს პროფკავშირის კომიტეტს, ხოლო მეორე მხარე - სასამართლოს, დავას გადაწყვეტს სასამართლო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/12.md
