---
title: "მუხლი 16 — საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/16"
law: "საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 5738590"
adopted: "1992-08-20"
consolidated_as_of: "1992-08-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16 — საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ

> Text consolidated as of 1992-08-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 1992-08-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/16

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტი შრომითი დავის შესახებ განცხადებას განიხილავს მისი შეტანის დღიდან ათი დღის ვადაში, ამ კანონის მე-7 მუხლით, მე-8 მუხლის მესამე ნაწილითა და მე-9 მუხლით დადგენილი წესის დაცვით.
პროფკავშირის კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის წევრთა ნახევარზე მეტი.
პროფკავშირის კომიტეტის დადგენილება მიღებულ უნდა იქნეს იმავე წესით, რა წესითაც ხდება შრომითი დავის კომისიის გადაწყვეტილების მიღება (მუხ.

10).
დადგენილების პირი სამი დღის ვადაში ჩაბარდება დაინტერესებულ მუშაკს და საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/17.md
