---
title: "მუხლი 19 — საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/19"
law: "საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ"
article: "19"
identifier: "matsne 5738590"
adopted: "1992-08-20"
consolidated_as_of: "1992-08-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19 — საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ

> Text consolidated as of 1992-08-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 1992-08-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/19

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მიერ შრომითი დავის კომისიის გადაწყვეტილების ან პროფკავშირის კომიტეტის დადგენილების დაწესებულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში (ამ კანონის მე-18 მუხლი) მუშაკს მიეცემა შესაბამისად შრომითი დავის კომისიის ან პროფკავშირის კომიტეტის მიერ მოწმობა, რომელსაც აღმასრულებელი ფურცლის ძალა აქვს.
მოწმობაში აღინიშნება შრომითი დავის გამო გადაწყვეტილების ან დადგენილების გამომტანი ორგანოს დასახელება, გადაწყვეტილების ან დადგენილების მიღებისა და მოწმობის გაცემის თარიღი. მუშაკის სახელი, მამის სახელი, გვარი, გადაწყვეტილება დავის არსის შესახებ. მოწმობას ხელს აწერს შრომითი დავის კომისიის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე ანდა პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე და დასტურდება შრომითი დავის კომისიის ან პროფკავშირის კომიტეტის ბეჭედით.
მოწმობა არ გაიცემა, თუ მუშაკმა ან ადმინისტრაციამ დადგენილ ვადაში შრომითი დავის გადასაწყვეტად განცხადებით მიმართვა პროფკავშირის კომიტეტს ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოს (ამ კანონის მე-11 და მე-17 მუხლები).

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/20.md
