---
title: "მუხლი 2 — საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/2"
law: "საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 5738590"
adopted: "1992-08-20"
consolidated_as_of: "1992-08-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2 — საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ

> Text consolidated as of 1992-08-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 1992-08-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/2

შრომით დავას შრომის კანონმდებლობის, კოლექტიური ხელშეკრულების და შრომის შესახებ სხვა შეთანხმებების გამოყენების საკითხებზე განიხილავენ:

1. შრომითი დავის კომისიები;

2. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირული ორგანიზაციების ორგანოები (ტექსტში შემდგომ პროფკავშირის კომიტეტები);

3. რაიონის (ქალაქის) სასამართლოები.
ზოგიერთი კატეგორიის მუშაკთა შრომით დავას ცალკეულ საკითხებს განიხილავენ ზემდგომი ორგანოები (ამ დეკრეტის პირველი მუხლის მესამე ნაწილი 38-25-ე მუხლები).
შრომით დავას მუშაკისათვის შრომის ახალი პირობების დადგენის ან არსებული პირობების შეცვლის გამო წყვეტს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია და შესაბამისი პროფკავშირის კომიტეტი მათთვის მინიჭებული უფლებების ფარგლებში.
II. შრომითი დავის კომისიის მუშაობის ორგანიზაცია და წესი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/3.md
