---
title: "მუხლი 23 — საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/23"
law: "საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 5738590"
adopted: "1992-08-20"
consolidated_as_of: "1992-08-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23 — საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ

> Text consolidated as of 1992-08-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 1992-08-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/23

განცხადება შრომითი დავის გადაწყვეტის შესახებ შეაქვთ უშუალოდ რაიონის (ქალაქის) სასამართლოში სამი თვის ვადაში იმ დღიდან, როცა მუშაკმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი დარღვეული უფლებების შესახებ, ხოლო დათხოვნის საქმეებზე - ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როცა მას ჩააბარეს დათხოვნის შესახებ ბრძანების პირი ან შრომის წიგნაკი.
მუშაკის მიერ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხებზე ადმინისტრაციას შეუძლია მიმართოს სასამართლოს მუშაკის მიერ მიყენებული ზარალის გამოვლენის დღიდან ერთი წლის ვადაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/24.md
