---
title: "მუხლი 25 — საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/25"
law: "საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ"
article: "25"
identifier: "matsne 5738590"
adopted: "1992-08-20"
consolidated_as_of: "1992-08-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25 — საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ

> Text consolidated as of 1992-08-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 1992-08-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/25

შრომითი დავის განმხილველმა ორგანომ წინანდელ სამუშაოზე უნდა აღადგინოს უკანონოდ გათავისუფლებული ან სხვა სამუშაოზე გადაყვანილი მუშაკი.
შრომითი დავის განმხილველი ორგანო მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას იმავდროულად იღებს გადაწყვეტილებას მუშაკისათვის იძულებით გაცდენილი დროის საშუალო ხელფასის ან დაბალხელფასიანი სამუშაოს შესრულების დროისათვის ხელფასის სხვაობის გადახდის შესახებ, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა.
სამუშაოდან დათხოვნის მიზეზების ფორმულირების არასწორად ცნობის ან მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის შემთხვევაში, შრომითი დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია შეცვალოს იგი და გადაწყვეტილებაში მიუთითოს დათხოვნის მიზეზები მოქმედ კანონმდებლობასთან ზუსტი შესაბამისობითა და კანონის სათანადო  მუხლის (პუნქტის) მითითებით. თუ შრომის წიგნაკში დათხოვნის მიზეზების უსწორობამ ან მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამო ფორმულირებამ ხელი შეუშალა მუშაკს ახალ სამუშაოზე მიღებაში, შრომითი დავის განმხილველი ორგანო იმავდროულად იღებს გადაწყვეტილებას მისთვის იძულებით გაცდენილი დროის საშუალო ხელფასის ანაზღაურების შესახებ, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/26.md
