---
title: "მუხლი 26 — საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/26"
law: "საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ"
article: "26"
identifier: "matsne 5738590"
adopted: "1992-08-20"
consolidated_as_of: "1992-08-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26 — საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ

> Text consolidated as of 1992-08-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 1992-08-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/26

შრომითი დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, უკანონოდ დათხოვნილი ან სხვა სამუშაოზე გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.
თუ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციამ დააყოვნა უკანონოდ დათხოვნილი ან სხვა სამუშაოზე გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, სასამართლოს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ, გამოაქვს დადგენილება მუშაკისათვის დაყოვნების დროისათვის საშუალო ხელფასი ან ხელფასის სხვაობის გადახდის შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/27.md
