---
title: "მუხლი 30 — საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/30"
law: "საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ"
article: "30"
identifier: "matsne 5738590"
adopted: "1992-08-20"
consolidated_as_of: "1992-08-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30 — საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ

> Text consolidated as of 1992-08-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 1992-08-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/30

ზემდგომი ორგანო ვალდებულია შრომითი დავა განიხილოს განცხადების შეტანიდან ერთი თვის ვადაში. დავა განიხილება მუშაკის თანდასწრებით. მუშაკის გარეშე დავის განხილვა იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ არის მისი წერილობითი განცხადება ან , თუ იგი საპატიო მიზეზის გარეშე მეორე გამოძახების შემდეგაც არ გამოცხადდა.
დავის განმხილველ ორგანოს შეუძლია მოიწვიოს სახელმწიფო ხელისუფლების ან მმართველობის ორგანოს წარმომადგენელი, რომელმაც მიიღო სადავო გადაწყვეტილება, აგრეთვე პროფკავშირისა და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/31.md
