---
title: "მუხლი 33 — საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/33"
law: "საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ"
article: "33"
identifier: "matsne 5738590"
adopted: "1992-08-20"
consolidated_as_of: "1992-08-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33 — საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ

> Text consolidated as of 1992-08-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 1992-08-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/33

ზემდგომი ორგანოს გადაწყვეტილების პირი დავის არსებითად განხილვის შემდეგ სამი დღის ვადაში ეგზავნება ან ბარდება დაინტერესებულ მუშაკს, აგრეთვე იმ ორგანოს, რომლის მოქმედებაც იყო გასაჩივრებული.
დისციპლინური სასჯელის შესახებ შრომითი დავის განხილვისას ზემდგომ ორგანოს უფლება არა აქვს მუშაკის მიმართ გამოიყენოს უფრო მკაცრი დისციპლინური სასჯელი, მაგრამ შეუძლია გამოყენებული დისციპლინური სასჯელის ზომა შეცვალოს უფრო მსუბუქით, ამასთან, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის კონკრეტული გარემოებები, რომლის დროსაც ჩადენილ იქნა დისციპლინური გადაცდომა, აგრეთვე მისი წინანდელი მუშაობა და ყოფაქცევა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/34.md
