---
title: "მუხლი 35 — საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/35"
law: "საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ"
article: "35"
identifier: "matsne 5738590"
adopted: "1992-08-20"
consolidated_as_of: "1992-08-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35 — საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ

> Text consolidated as of 1992-08-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 1992-08-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/35

ზემდგომი ორგანოს გადაწყვეტილება უკანონოდ დათხოვნილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ, აგრეთვე მისთვის იძულებით გაცდენილი ან დაბალხელფასიანი სამუშაოს შესრულების დროის ხელფასის ანაზღაურების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.
ზემდგომი ორგანოს შესაბამისად გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებისას, საშუალო  ხელფასის ან ხელფასის სხვაობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თავად ეს ორგანო.
საქართველოს რესპუბლიკის
სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე                                               ე. შევარდნაძე
საქართველოს რესპუბლიკის
სახელმწიფო საბჭოს მდივანი                                                         ვ. გოგუაძე
თბილისი,
1992 წლის 20 აგვისტო

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/34.md
