---
title: "მუხლი 5 — საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/5"
law: "საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 5738590"
adopted: "1992-08-20"
consolidated_as_of: "1992-08-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5 — საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ

> Text consolidated as of 1992-08-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 1992-08-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/5

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ქვედანაყოფში წამოჭრილი შრომითი დავის განხილვის პირველად ორგანოს შრომითი დავის კომისია წარმოადგენს, გარდა იმ დავებისა, რომელთა მიმართ დაწესებულია განხილვის სხვა წესი. ეს არ ეხება ისეთ დავას, რომლის განსახილველად დადგენილია სხვა წესი.
შრომითი დავის კომისია დავას განიხილავს, თუ მუშაკმა დამოუკიდებლად ან მისი ინტერესების გამომხატველი პროფკავშირის ორგანოს მეშვეობით უშუალო მოლაპარაკებით ვერ მიაღწია შეთანხმებას საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციასთან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/6.md
