---
title: "მუხლი 7 — საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/7"
law: "საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 5738590"
adopted: "1992-08-20"
consolidated_as_of: "1992-08-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7 — საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ

> Text consolidated as of 1992-08-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 1992-08-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/7

შრომითი დავის კომისია ვალდებულია შრომითი დავა განიხილოს ათი დღის ვადაში განმცხადებლისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლის მონაწილეობის საფუძველზე.
დავის განხილვა განმცხადებლის დაუსწრებლად დაიშვება მხოლოდ მისი წერილობითი განცხადებით.
კომისიის სხდომაზე მუშაკის გამოუცხადებლობისას განცხადების განხილვა გადაიდება, ხოლო მეორედ, არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში კომისიას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ განცხადების განხილვის საკითხი მოიხსნას, თუმცა ეს არ ართმევს მუშაკს უფლებას, ხელმეორედ შეიტანოს კომისიაში განცხადება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5738590-sakartvelos-respublikis-sakhelmwipo-sabchos-dekreti-individualuri-shro/8.md
