---
title: "მუხლი 1. კანონის მიზანი — სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5810383-satelekomunikatsio-inprastrukturisa-da-satelekomunikatsio-miznebistvis/1"
law: "სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 5810383"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2023-06-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის მიზანი — სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2023-06-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5810383-satelekomunikatsio-inprastrukturisa-da-satelekomunikatsio-miznebistvis/1

1. ამ კანონის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე მაღალსიჩქარიანი, ფართოზოლოვანი ქსელის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვებით.

2. ეს კანონი ემყარება კონკურენციის, ღიაობის, ხელმისაწვდომობის, თანასწორობის, არადისკრიმინაციულობის, ეფექტიანობის, გამჭვირვალობისა და ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპებს.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/5810383-satelekomunikatsio-inprastrukturisa-da-satelekomunikatsio-miznebistvis/2.md
