---
title: "მუხლი 10. ფიზიკური ინფრასტრუქტურის ექსკლუზიური გამოყენების (ექსკლუზიურად დაკავების) აკრძალვა — სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5810383-satelekomunikatsio-inprastrukturisa-da-satelekomunikatsio-miznebistvis/10"
law: "სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 5810383"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2023-06-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. ფიზიკური ინფრასტრუქტურის ექსკლუზიური გამოყენების (ექსკლუზიურად დაკავების) აკრძალვა — სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2023-06-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5810383-satelekomunikatsio-inprastrukturisa-da-satelekomunikatsio-miznebistvis/10

1. აკრძალულია ფიზიკური ინფრასტრუქტურის ექსკლუზიურად დაკავება. აკრძალულია ისეთი ხელშეკრულების დადება ან/და ისეთი დებულების ან პირობის დადგენა/დაწესება, რომელიც ითვალისწინებს ავტორიზებული პირების ან ამ კანონით განსაზღვრული სხვა პირების მიერ ცალ-ცალკე ან ერთად ფიზიკური ინფრასტრუქტურის ექსკლუზიურად დაკავებას. ნებისმიერი ასეთი ხელშეკრულება, დებულება ან პირობა ბათილია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი აკრძალვა არ ზღუდავს განსაზღვრულ პირებს, სათანადო დასაბუთებით ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაიკავონ სივრცე საკუთარი სარგებლობისთვის მიმდინარე და დაგეგმილი მშენებლობის შემთხვევაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5810383-satelekomunikatsio-inprastrukturisa-da-satelekomunikatsio-miznebistvis/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5810383-satelekomunikatsio-inprastrukturisa-da-satelekomunikatsio-miznebistvis/11.md
