---
title: "მუხლი 14. ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა — სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5810383-satelekomunikatsio-inprastrukturisa-da-satelekomunikatsio-miznebistvis/14"
law: "სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 5810383"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2023-06-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა — სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2023-06-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5810383-satelekomunikatsio-inprastrukturisa-da-satelekomunikatsio-miznebistvis/14

1. ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირებას ახორციელებს კომისია.

2. ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა ეფუძნება ინფორმაციის გაზიარებისა და გაცვლის პრინციპებს და ხელმისაწვდომია ამ კანონით განსაზღვრული პირებისთვის ერთიან საინფორმაციო პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსების ვალდებულების შესრულებისა და აღნიშნული ინფორმაციის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველსაყოფად.

3. ერთიან საინფორმაციო პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსებისა და მისი ადმინისტრირების წესებს ადგენს კომისია.

4. ერთიან საინფორმაციო პლატფორმაზე განთავსებული უნდა იყოს მშენებლობის ნებართვის/თანხმობის მიღებასთან დაკავშირებული წესებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაცია. ამასთანავე, ეს პლატფორმა მშენებლობის ნებართვის/თანხმობის მისაღებად განაცხადის წარდგენის შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს. მშენებლობის ნებართვის/თანხმობის გაცემასთან დაკავშირებული წესები დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5810383-satelekomunikatsio-inprastrukturisa-da-satelekomunikatsio-miznebistvis/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5810383-satelekomunikatsio-inprastrukturisa-da-satelekomunikatsio-miznebistvis/15.md
