---
title: "მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო — სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5810383-satelekomunikatsio-inprastrukturisa-da-satelekomunikatsio-miznebistvis/2"
law: "სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 5810383"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2023-06-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო — სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2023-06-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5810383-satelekomunikatsio-inprastrukturisa-da-satelekomunikatsio-miznebistvis/2

1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამავე კანონით განსაზღვრულ:
ა) ინფრასტრუქტურის ოპერატორის მფლობელობაში არსებულ ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე;
ბ) საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოებზე;
გ) შენობის შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) ელექტრონულ საკომუნიკაციო უწყებრივ ქსელებსა და ელექტრონულ საკომუნიკაციო სპეციალურ ქსელებზე, აგრეთვე თავდაცვის, სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან/და სამოქალაქო უსაფრთხოების ფუნქციების შემსრულებელი და ამოცანების განმახორციელებელი სახელმწიფო უწყებების, დაწესებულებების ან/და მათი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასა და შენობების შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე,  გარდა იმ შემთხვევისა/იმ ფარგლებისა, როდესაც/რომლებშიც შესაბამისი სახელმწიფო უწყებები, დაწესებულებები ან/და მათი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები ავტორიზებულ პირებს აღნიშნულ ინფრასტრუქტურასთან დაშვების უფლებას მისცემენ;
ბ) სამხედრო დანიშნულების შენობებსა და სხვა შენობებზე, რომლებიც სახელმწიფო, საზოგადოებრივი და სამოქალაქო უსაფრთხოების მიზნებისთვის გამოიყენება;
გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფიზიკური ინფრასტრუქტურისა და შენობების სამშენებლო სამუშაოების ან/და სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების კოორდინაციაზე.

3. საქართველოს მთავრობა ადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული იმ ფიზიკური ინფრასტრუქტურის, საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოებისა და შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურის ჩამონათვალს, რომლებზედაც ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5810383-satelekomunikatsio-inprastrukturisa-da-satelekomunikatsio-miznebistvis/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5810383-satelekomunikatsio-inprastrukturisa-da-satelekomunikatsio-miznebistvis/3.md
