---
title: "მუხლი 6. საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების განხორციელების კოორდინაცია — სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5810383-satelekomunikatsio-inprastrukturisa-da-satelekomunikatsio-miznebistvis/6"
law: "სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 5810383"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2023-06-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების განხორციელების კოორდინაცია — სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2023-06-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5810383-satelekomunikatsio-inprastrukturisa-da-satelekomunikatsio-miznebistvis/6

1. პირი, რომელიც ახორციელებს საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოებს, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ დაფინანსებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით, ვალდებულია  დააკმაყოფილოს  ავტორიზებული პირის ნებისმიერი გონივრული მოთხოვნა, რათა ავტორიზებული პირისთვის მაღალსიჩქარიანი, ფართოზოლოვანი ქსელის ელემენტების განსათავსებლად მათ გამჭვირვალედ და არადისკრიმინაციულად განახორციელონ კოორდინაცია, იმ პირობით, რომ:
ა) ეს არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს, მათ შორის, დამატებით არ შეაფერხებს დაგეგმილი საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას;
ბ) ხელი არ შეეშლება საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების განხორციელების კოორდინაციას;
გ) ავტორიზებული პირი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს მშენებლობის ნებართვის მისაღებად პროექტის წარდგენამდე უმოკლეს ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 თვისა, წარუდგენს საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების განხორციელების კოორდინაციის შესახებ მოთხოვნას.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კოორდინაცია ვერ განხორციელდა, მხარეებს უფლება აქვთ, კომისიას მიმართონ.

3. კომისია ვალდებულია ამ კანონის შესაბამისად, თანასწორობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების დაცვით, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2 თვისა, მიიღოს გადაწყვეტილება სადავო საკითხზე. კომისიის გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5810383-satelekomunikatsio-inprastrukturisa-da-satelekomunikatsio-miznebistvis/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5810383-satelekomunikatsio-inprastrukturisa-da-satelekomunikatsio-miznebistvis/7.md
