---
title: "მუხლი 9. შენობის შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვება — სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5810383-satelekomunikatsio-inprastrukturisa-da-satelekomunikatsio-miznebistvis/9"
law: "სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 5810383"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2023-06-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. შენობის შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვება — სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2023-06-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5810383-satelekomunikatsio-inprastrukturisa-da-satelekomunikatsio-miznebistvis/9

1. ავტორიზებულ პირს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით გაიყვანოს თავისი ქსელი შენობის დაშვების წერტილამდე.

2. ავტორიზებულ პირს უფლება აქვს, ნებისმიერ შენობის შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე განათავსოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. შენობის დაშვების წერტილისა და შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურის მფლობელი ვალდებულია დააკმაყოფილოს ავტორიზებული პირის შენობის შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვებასთან დაკავშირებული გონივრული მოთხოვნა სამართლიანი და არადისკრიმინაციული პირობებით.

4. თუ ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში შენობის შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების თაობაზე წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 1 თვის ვადაში მხარეები ვერ შეთანხმდებიან, თითოეულ მხარეს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნასთან შესაბამისობის დასადგენად კომისიას მიმართოს. კომისია ვალდებულია თანასწორობის პრინციპის დაცვით, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2 თვისა, მიიღოს გადაწყვეტილება დავის გადასაწყვეტად. კომისიის გადაწყვეტილება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.

5. შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურის არარსებობის შემთხვევაში ავტორიზებულ პირს უფლება აქვს,  გაიყვანოს თავისი ქსელი აბონენტამდე და ამ ქსელის დასრულების წერტილად აბონენტთან შეთანხმების საფუძველზე განსაზღვროს აბონენტის საცხოვრებელი ადგილი, იმ პირობით, რომ მესამე მხარის კერძო საკუთრებაზე გავლენა მინიმუმამდე შემცირდება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5810383-satelekomunikatsio-inprastrukturisa-da-satelekomunikatsio-miznebistvis/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5810383-satelekomunikatsio-inprastrukturisa-da-satelekomunikatsio-miznebistvis/10.md
