---
title: "მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/1"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 5814124"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/1

1. ამ კანონის მიზანია გაეროს ოფიციალური სტატისტიკის  ფუნდამენტური პრინციპებისა და ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსის შესაბამისად, აგრეთვე საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტატისტიკური მეთოდოლოგიის საფუძველზე საქართველოში დამოუკიდებელი, ობიექტური და სანდო ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისა და გავრცელების უზრუნველყოფა.

2. ეს კანონი განსაზღვრავს ოფიციალური სტატისტიკის არსს, მიზანსა და ძირითად პრინციპებს, ადგენს ოფიციალური სტატისტიკის შემუშავებისა და წარმოების, მისი წარმოების შედეგად მიღებული ინფორმაციის შენახვისა და გავრცელების, აღწერის ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს, ასევე განსაზღვრავს ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისთვის პასუხისმგებელი ორგანოების სისტემასა და ფუნქციებს.

3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ყველა რეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ყველა არარეზიდენტზე – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/2.md
