---
title: "მუხლი 12. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/12"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 5814124"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/12

1. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები არიან პროფესიულად დამოუკიდებელი ერთეულები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოფიციალური სტატისტიკის შემუშავების, წარმოებისა და გავრცელების საკითხებში.

2. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საერთაშორისო სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების ან/და საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ დამტკიცებული ანალოგიური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების საფუძველზე.

3. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები, აგრეთვე სახელმწიფო  ორგანოები და იურიდიული პირები, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შემუშავებასა და შესრულებაში, ვალდებული არიან:
ა) მიაწოდონ საქსტატს ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველსაყოფად მოთხოვნილი ყველა სახის ინფორმაცია, დოკუმენტი და ჩანაწერი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
ბ) შეასრულონ სტატისტიკური სამუშაოების პროგრამით მათთვის დაკისრებული ყველა მოვალეობა.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების სანაცვლოდ საქსტატისთვის შესაბამისი საფასურის დაწესება დაუშვებელია.

5. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებს არ შეიძლება დაეკისროთ ისეთი მოვალეობის შესრულება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულ ოფიციალური სტატისტიკის ძირითად პრინციპებს.
თავი IV. საქსტატის საბჭო

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/13.md
