---
title: "მუხლი 16. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/16"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 5814124"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/16

1. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) სასამართლოს მიერ მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
გ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
დ) გარდაცვალება.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საფუძვლების გარდა, საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია აგრეთვე:
ა) ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისა:
ა.ა) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა;
ა.ბ) საჯარო სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე საქმიანობის შეწყვეტა;
ბ) ამ კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისა:
ბ.ა) საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლა;
ბ.ბ) არასაპატიო მიზეზით 2 თვის განმავლობაში საბჭოს წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობა;
ბ.გ) საჯარო დაწესებულებაში თანამდებობის დაკავება.

3. საბჭოს წევრის უფლებამოსილება წყდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით.
თავი V. საქსტატის მრჩეველთა საბჭო და სხვა საკონსულტაციო ორგანო

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/17.md
