---
title: "მუხლი 21. სტატისტიკური სამუშაოების მრავალწლიანი პროგრამ ა — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/21"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "21"
identifier: "matsne 5814124"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. სტატისტიკური სამუშაოების მრავალწლიანი პროგრამ ა — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/21

1. სტატისტიკის ეროვნული სისტემის ფარგლებში სტატისტიკური სამუშაოების მრავალწლიანი პროგრამა შემუშავდება საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის სტრატეგიული განვითარებისა და მომხმარებლის არსებული და მოსალოდნელი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით.

2. სტატისტიკური სამუშაოების მრავალწლიანი პროგრამა განსაზღვრავს შემდგომი 4 ან 4-ზე მეტი წლისთვის სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების კონცეფციასა და პრიორიტეტულ მიმართულებებს, აგრეთვე მისი ძირითადი მიზნების მისაღწევად საჭირო ღონისძიებებსა და რესურსებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/22.md
